გაკვეთილის  მთავარი  თემა
მთელი რიცხვების შეკრება
სწავლების  საფეხური (კლასი)
VII კლასი
მოსწავლეთა  პროფილი
აღნიშნულ  კლასში სწავლობს 7(შვიდიბავშვი.აქედან  2(ორგოგონაა  და  5(ხუთი) ვაჟი.
გაკვეთილის  მიზნები  და   შედეგები
მოსწავლემ  შესძლოს მთელი რიცხვების შეკრება:
(ერთნაირ ნიშნიანი და სხვადასხვა ნიშნიანი რიცხვების შეკრება; მოპირდაპირე რიცხვების შეკრება; მოცემული რიცხვისა და ნულის შეკრება;)
შეძლოს  მიღებული ცოდნის გამოყენება ამოცანების ამოხსნისას.
წინასწარი  ცოდნა
●იცის რიცხვის მოდული.
●შეუძლია  საკოორდინატო წრფეზე მოცემული რიცხვის შესაბამისი წერტილიდან სათავემდე მანძილის გამოსახვა; ●შეუძლია ორი მთელი რიცხვის შედარება ,რიცხვითი წრფის გამოყენებით.
შეფასების  საგანაი  და პროცედურები
შეფასების  რუბრიკა.
სასწავლო  მასალა  და  ტექნიკური  რესურსები
დაფა,ფერადი  ცარცები, ფურცლები, კომპიუტერი, პროექტორი, კომპიუტერული პროგრამა  WWW.cut-the-knot.org/pythagoras/index.shtaml
გაკვეთილის  მსვლელობა/საკლასო  მენეჯმენტი
გაკვეთილზე  შესვლისას  კითხვა-პასუხის  მეთოდით  ვადგენ მოსწავლეთა  ცოდნის  დონეს.(7 წთ.)
მოსწავლეებს  მთელი რიცხვების შეკრებას ე. წ. დადებითი და უარყოფითი  მუხტების გამოყენებით შევასწავლი. შევთანხმდებით რომ უარყოფითი ერთულოვანი მუხტი ავღნიშნოთ ასე (●), ხოლო დადებითი ერთეულოვანი მუხტი ავღნიშნოთ -(o) .ასევე  შევთანხმდეთ რომ ერთი დადებითი და ერთი უარყოფითი მუხტის ჯამი არის ნული.
ამის შემდეგ დავსვამ შესაბამის კითხვებს:
-რას უდრის 3 დადებითი და 3 უარყიფითი რიცხვის ჯამი?
-რას უდრის 5 დადებითი და 3 უარყიფითი რიცხვის ჯამი? -რას უდრის 3 დადებითი და 7 უარყიფითი რიცხვის ჯამი?
- შეკრებისას რა შემთხვევაში მიიღება დადებითი რიცხვი?
- შეკრებისას რა შემთხვევაში მიიღება უარყოფითი  რიცხვი?
- შეკრებისას რა შემთხვევაში მიიღება ნული?

და ასე შემდეგ..
ამის შემდეგ კლასს დაფზე დაუწერ მაგალითებს და ვთხოვ ინდივიდუალურად გააკეთონ რვეულებში.შემდეგ ერთნეთში გავაცვლევინებ წყვილებს რვეულებს და შევამოწმებინებ ერთმანეთის ნამუშევრებს.საჭიროების შემთხვევაში მივცემ შესაბამის მითითებებს.(7 წთ.)
●ამის შემდეგ წყვილებში მივცემ დავალებას , დაფაზე დაწერილი მაგალითები შეკრიბონ რიცხვითი წრფის გამოყენებით.ვფიქრობ , უკვე ამოხსნილი მაგალითების ამოხსნა აღნიშნული მეთოდით არ გაუჭირდებათ და ადვილად გამოიტანენ დასკვნას, რომ  როცა რიცხვს ვუმატებთ უარყოფით რიცხვს რიცხვით წრფეზე გადაადგილება ხდება მარცხნივ, ხოლო როცა ვუმატებთ დადებით რიცხვს გადაადგილება ხდება მარჯვნივ.რამდენიმე მოსწავლეს  ჩამოვაყალიბებინებ შესაბამის წესებს (ნაბიჯებს).
(7 წთ.)
ინდივიდუალურად მივცემ  დავალებას 1-12. საჭიროების შემთხვევაში მივცემ შესაბამის მითითებებს .(7 წთ.)
●დავყოფ კლასს ორ ჯგუფად და მივცემ 19 ამოცანას ამოსახსნელად. პრეზენტაციის საფუძველზე დავადგენ მათ საჭიროებებს აღნიშნულთან დაკავშირებით და  გაუწევ შესაბამის დახმარებას. (10 წთ)
ვისარგებლებ პროექტორით ( ინტერნეტით ) და მოსწავლეებს ვაჩვენებ აღნიშნულ  საკითხთან დაკავშირებულ ინფორმაციას.    (5 წთ.)
მივცემ   მითითებებს  მთელ   კლასს   საშინაო   დავალების   შესრულების  შესახებ .(2 წთ)